საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის ასოციაციას (ACOG) წარმოადგენს გუნდი, რომელიც შედგება სამედიცინო და რადიაციული ონკოლოგების, ონკო-ქირურგების, დიაგნოსტიკის სხვადასხვა მიმართულებების ექიმების და სამედიცინო ფიზიკოსისაგან. (დაწვრილებითი ინფორმაცია გუნდის შესახებ გთხოვთ იხილოთ “ჩვენი გუნდის” განყოფილებაში).
საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის ასოციაციის მიზანს წარმოადგენს გააუმჯობესოს ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტირება და მართვა მკურნალობის ყველა ეტაპზე.
ასოციაციის მიზანია ასევე დანერგოს და გააუმჯობესოს თანამედროვე მიდგომები თბილისისა და საქართველოს მასშტაბით, აამაღლოს პაციენტების განათლება ამა თუ იმ ონკოლოგიური დაავადების პრევენციაზე, სკრინინგზე, დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და მკურნალობის დროს მოსალოდნელი გართულებების შესახებ, ასევე მკურნალობის შემდგომი რეგულარული დაკვირვების მნიშვნელობაზე.