სიახლეები
25-12-2021 20:57
Aa
Aa

კოვიდ19 და რადიოთერაპია

კოვიდ 19 ინფექცია და რადიოთერაპია:

სხივური თერაპიით მკურნალობის დროს კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში აუცილებლობას არ წარმოადგენს პაციენტისათვის მკურნალობის შეწყვეტა. გამომდინარე იქიდან, რომ სხივური თერაპია ხშირად არ იწვევს ძლიერ იმუნოსუპრესიას, დასხივება დიდად არ გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას. გამონაკლისი შეიძლება იყოს ფილტვის დასხივება და თავისა და ზირგის ტვინის ერთდროული დასხივება. ცალკეული შემთხვევების და შემთხვევათა სერიების შესწავლით ნაჩვენებ იქნა, რომ კოვიდ 19-ის მძიმე მიმდინარეობას არ იწვევს და არც ამძიმებს სხივური თერაპია. თუმცა არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც სხივური თერაპიის შეწყვეტა 1-2 კვირით ან მანამ სანამ პაციენტი არ გახდება ასიმპტომური (შემდგომ დოზის ანაზღაურებით) არის კოვიდ-19-ის “მშვიდი” მიმდინარეობის საწინდარი. ასეთი ორაზროვანი მონაცემების გამო, რეკომენდირებულია უსიმპტომო ან უმნიშვნელო სიპტომების მქონე (კოვიდის მხრივ) პაციენტების დასხივება, თუ მათთვის სხივური თერაპიის შეწყვეტა იქნება უფრო ზიანის მომტანი (ძლიერი ტკივილი, სიმსივნის ზეწოლა ზურგის ტვინზე, სისხლდენა და ა.შ).

კოვიდ 19 და ფილტვის დასხივება:

ფილტვის დასხივებამ შესაძლოა დაამძიმოს კოვიდ 19-ის მიმდინარეობა. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ წარსულში ფილტვზე დანასხივებმა პაციენტებმა შესაძლოა უფრო რთულად გადაიტანონ კოვიდ ინფექცია, რადგან სხივურმა თერაპამ შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ან ქვემწვავე პნევმონიტი, ფიბროზი და ფილტვის მოფუნქციონირე ნაწილის მოცულობის შემცირება. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს კოვიდ პნევმონიის დამძიმება. განსაკუთრებით საყურადღებოა თუ დასხივებიდან გასულია 1 თვიდან 1 წლამდე, რადგან ამ პერიოდში არის ყველაზე ინტენსიურად გამოხატული რადიაციით გამოწვეული ცვლილებები. ამიტომ ფილტვის დასხივების დროს კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევაში დასხივება უნდა შეწყდეს. ზოგიერთი კლინიკური შემთხვევის განხილვიდან ირკვევა დექსამეტაზონის მაღალი ეფექტურობა კოვიდ 19 ინფექციის მკურანალობისას იმ პაციენტებში, რომელთაც ფილტვზე ან ფილტვებზე ჩატარებული აქვთ სხივური თერაპია. მიუხედავად ამ მონაცემებისა, ახლა მიმდინარეობს კვლევები იმის შესახებ თუ რამდენად ეფექტურია ერთი ან ორივე ფილტვის დასხივება ძალიან დაბალი დოზით <1 გრეი კოვიდ-პნევმონიის სამკურნალოდ.

ვაქცინა და დასხივება:

 NCCN-ს (ონკოლოგიური დაავადების მართვის საერთაშორისო რეკომენდაცია) რეკომენდაციით პაციენტის ვაქცინაცია შეიძლება მოხდეს სხივური თერაპიის დაწყებამდეც, პროცესშიც და დასრულების შემდგომაც, როგორც სატრანსპოტო -რნმ-ის შემცველი, ისე ადენოვირუსის ვექტორზე დამზადებული ვაქცინით. ვაქცინაციის ადგილი არ უნდა იყოს დასხივების ველში, ასევე არ არის რეკომენდირებული თავზურგტვინის დასხივების დროს პაციენტის აცრა. ამის მიუხედავად არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც ფილტვზე წარსულში დანასხივებ პაციენტთან ვაქცინაციის შემდგომ მოხდა პნევმონიტის “აქტივაცია”. რამდენად არის ეს დაკავშირებული სხივურ თერაპიასთან უცნობია და საჭიროებს შესწავლას. ამის მიუხედავად არ არსებობს ხელჩასაჭიდი მიზეზი, რის გამოც არ ავცრით ფილტვზე დანასხივებ პაციენტებს.

ზოგადი რეკომენდაციებია:

  1. დასხივების ჰიპოფრაქციული (მკურნალობის მოკლე კურსი) რეჟიმების გამოყენება.
  2. დაინფიცირებული პაციენტის მიღება ბოლო პაციენტად.
  3. სხივური თერაპიის შეწყვეტა კოვიდით ინფიცირების დროს ფილტვის, თავზურგტვინის ან დიდი მოცულობის დასხივების დროს.
  4. პაციენტების აცრა მკურნალობის პროცესში ნებისმიერი ვაქცინით.
Admin
author